geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მესამე საერთაშორისო სიმპოზიუმი „სახვითი ხელოვნება – ტრადიცია, შესაძლებლობები და გამოწვევები“ (ეძღვნება თამაზ ხუციშვილის ხსოვნას)

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ვიზუალური ხელოვნების სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტის ორგანიზებით, 2026 წლის 19-20 ოქტომბერს ჩატარდება  მესამე საერთაშორისო სიმპოზიუმი „სახვითი ხელოვნება – ტრადიცია, შესაძლებლობები და გამოწვევები“ (ეძღვნება თამაზ ხუციშვილის ხსოვნას). 

სიმპოზიუმის ფარგლებში გაიმართება შემდეგი ღონისძიებები:  

 

19-20 ოქტომბერი – საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი; 

19-20 ოქტომბერი – მუშაობა თემატურ სექციებში, თამაზ ხუციშვილის და მისი კოლეგების, მეგობრებისა და მოწაფეების (ლევან სილაგაძე, ვლადიმერ ასათიანი, ლელა გელეიშვილი, თამარ ხარაბაძე, ლალი ლომთაძე, მარინა ელიოზიშვილი, მალხაზ კუხაშვილი, ანდრო ამბარცუმიანი, გია ხუციშვილი, თემურ ჩხუტიშვილი, შოთა შარაშენიძე, ილია მენაბდე, დავით სილაგაძე) ნამუშევრების გამოფენის გახსნა; 

20-21 ოქტომბერი – ვორკშოპი სამხატვრო სტუდიაში და პლენერზე ძველ თბილისში; 

22- ოქტომბერი – პლენერი თელავში; ვორქშოპსა და პლენერში მონაწილეობას მიიღებენ სახვითი ხელოვნების კათედრის პროფესორები და პედაგოგები, სტუდენტები და უცხოელი მხატვრები – საფრანგეთიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და ყაზახეთიდან;

23 ოქტომბერი – ვორქშოპზე შესრულებული ნამუშევრების გამოფენა (სახვითი ხელოვნების სტუდია).

 

იხილეთ სიმპოზიუმის პროგრამა და თეზისები.

თარიღი: 16/10/2026